Monday, June 14, 2010

ხურვალეთის დავნილთა დასახლება

<მეტა ექუივ="ჩონტენტ-თყპე" ცონტენტ="ტეხტ/ჰტმლ; ცჰარსეტ=უტფ-8"><მეტა ნამე="PროგIდ" ცონტენტ="ჭორდ.Dოცუმენტ"><მეტა ნამე="Gენერატორ" ცონტენტ="Mიცროსოფტ ჭორდ 11"><მეტა ნამე="Oრიგინატორ" ცონტენტ="Mიცროსოფტ ჭორდ 11"><ლინკ რელ="Fილე-Lისტ" ჰრეფ="ფილე:///ჩ:%5ჩDOჩUME%7E1%5ჩშტუდენტ%5ჩLOჩALშ%7E1%5ჩთემპ%5ჩმსოჰტმლ1%5ჩ01%5ჩცლიპ_ფილელისტ.ხმლ"><ლინკ რელ="Eდიტ-თიმე-Dატა" ჰრეფ="ფილე:///ჩ:%5ჩDOჩUME%7E1%5ჩშტუდენტ%5ჩLOჩALშ%7E1%5ჩთემპ%5ჩმსოჰტმლ1%5ჩ01%5ჩცლიპ_ედიტდატა.მსო"><ო:სმარტტაგტყპე ნამესპაცეური="ურნ:სცჰემას-მიცროსოფტ-ცომ:ოფფიცე:სმარტტაგს" ნამე="პლაცე"><ო:სმარტტაგტყპე ნამესპაცეური="ურნ:სცჰემას-მიცროსოფტ-ცომ:ოფფიცე:სმარტტაგს" ნამე="ჩიტყ"><სტყლე> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ცენტერ;" ალიგნ="ცენტერ"><ბ სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-სიზე: 14პტ; ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">ზღვარი ცხოვრებასა და არსებობას შორის<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: რიგჰტ;" ალიგნ="რიგჰტ"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-სიზე: 11პტ; ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">ნათია ასპანიძე<სპან სტყლე="ფონტ-სიზე: 11პტ; ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: რიგჰტ;" ალიგნ="რიგჰტ"><სპან სტყლე="ფონტ-სიზე: 11პტ; ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ბ სტყლე=""><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ">180 000 000 ლარი ქვეყნის ბიუჯეტიდან და თითქმის 4 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკისაგან. <ბ სტყლე=""><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">Lკიდევ ჰუმანიტარლი და ფინანსური დახმარებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან აგვისტოს ომის შემდგომ დევნილი მოსახლეობისათვის_ ეს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის განკუთვნილი<სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"> <ბ სტყლე=""><ი სტყლე="">დახმარებების არასრული ჩამონათვალია.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ცენტერ;" ალიგნ="ცენტერ"><ბ სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-სიზე: 14პტ; ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">საქართველო არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელსაც ტერიტორიული კონფლიქტის ნიადაგზე ჰყავს ლტოლვილი მოსახლეობა. Mმაგრამ ომის შემდეგ უცხოელი ,,პარტნიორი” ქვეყნები რომ არ დაგვხმარებოდნენ ნამდვილად პირველები ვიქნებოდით დევნილითა პრობლემების მოუგვარებლობით. Mმიუხედავად მთელი მსოფლიოს თანადგომისა დღეს დევნილთა პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება და ბევრ მათგანს არ აქვს არსებობისათვის საჭირო მინიმალური პირობები.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">რამდენად აისახა ლტოლვილთა ყოფაზე მათთვის განკუთვნილი დახმარებები და კერძოდ, რა სახის პროგრამები და სერვისები იქნა გატარებული? Aამის გასარკვევად ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობა მოვინახულეთ<ი სტყლე="">.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე002.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ს1029" წიდტჰ="428" ალიგნ="ლეფტ" ჰეიგჰტ="240" ჰსპაცე="12" /><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">ტრიალ მინდორში სახლები რამდენიმე მწკრივადაა ჩალაგებული. ერთი ზომის, ერთი ფერის 139 კოტეჯი, რომლებსაც არც კანალიზაცია, არც წყალი, არც გაზი და არც აბაზანა არ აქვთ.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> Kკოტეჯებს შორის საგანგებოდ ამოთხრილ ორმოებზე ხის ტუალეტები დგას. წყალი ეზოში გრაფიკით მოდის. შეშა და სურსათი ურიგდებათ, მაგრამ არ არის განსაზღვრული როდის და რამდენს გაიმეტებენ ,,სანამ გვექნება და რამდენიც გვექნება დაგირიგებთ ხოლმეო” აცნობებე ხელისუფლების წარმომადგენლები და თვეში ერთხელ ოჯახებს ჩამოუვლიან.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე004.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ს1030" წიდტჰ="366" ალიგნ="ლეფტ" ჰეიგჰტ="206" ჰსპაცე="12" /><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">ამ კოტეჯების მსგავსად ხურვალეთში დასახლებული მოსახლეობის ყოფაც ერთმანეთს გავს. დღე იმაზე ფიქრით იწყება რითი გათბნენ, რა ჭამონ. ,,<ი სტყლე="">შვილი რომ მეტყვის დედა ნამცხვარი მინდაო, ტირილი მინდება. როგორ გინდა აუხსნა 5 წლის ბავშვს რომ ვერც გამოვუცხობ და ვერც ვუყიდი? Aაქ კი არ ვცხოვრობთ ვარსებობთ” ამბობს ქალბატონი ლელა. Qქსუისიდან დევნილ 5 სულიან ოჯახს, როგორც აქ მცხოვრებ დანარჩენ მოქალაქეებს, სულზე 24 <სტ1:პლაცე სტ="ონ"><სტ1:ციტყ სტ="ონ">ლარისა და სურსათის(ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი) გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვთ. შეშის ღუმელი ერთადერთი ნივთია რაც გადამწვარი და გაძარცული სახლიდან წამოიღეს.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ცენტერ;" ალიგნ="ცენტერ"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე006.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ს1026" წიდტჰ="312" ალიგნ="ლეფტ" ჰეიგჰტ="274" ჰსპაცე="12" /><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">Lლელა ბეღელურისაგან განხვავებით, რომელიც 12 წლის განმავლობაში გერმანული ენის მასწავლებელი იყო და დევნილობის გამო უმუშევარი დარჩა, ქალბატონ <სტ1:პლაცე სტ="ონ">ფატიმას უფრო გაუმართლა. იგი დასახლებაში ახლადგახსნილი ბაღის აღმზრდელია. Aამ ბაღში კიდევ 4 დამიანია დასაქმებული და სახელმწიფო მათ თვეში 80 ლარს უხდის.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მამაკაცებში იგრძნიბა. ,,<ი სტყლე="">ეს რა გვიყო ამ მთავრობამ, ამ უსაქმურობით სულ მთლად გაგვალოთა. Dდილიდან საღამომდე დიდი თუ პატარა ღვინის სმის მეტს არაფერს არ აკეთებს” სიცილით გვიყვება გიორგი ბუთაევი და მასაც აქ მცხოვრებ ყველა მამაკაცის მსგავსად დომინოს, კარტისა და დალევის გარდა მთელი დღის განმავლობაში სხვა საქმე არაფერი არ აქვს. ,,<ი სტყლე="">ეს ახალგაზრდები მეცოდებიან, უსაქმოდ აღარ იციან რა ქნან, აბა ახალგაზრდის უსაქბოდ ყოფნა შეიძლება? ჩემ თავზე აღარაფერს ვამბობ, სოფელში ბაღი მქონდა, ვენახი, ჩემს ნაშრომს ვჭამდი, აქ კიდე გავლოთდი, გავზარმაცდი, მალე ქალი სახლში აღარ შემიშვებს. იქიდან რუსებმა გამომაგდეს, აქედან ცოლი გამაგდებს და რაღა ვქნა მერე”. 63 წლის მოხუცი მთელი ცხოვრება ვენახს უვლიდა და ყველაზე მეტად სწორედ ვენახის გადაწვის გამო სწყდება გული...<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე008.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ს1031" წიდტჰ="251" ალიგნ="ლეფტ" ჰეიგჰტ="279" ჰსპაცე="12" /><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> ხურვალეთის დასახლებაში თვითდასაქმების შემთხვევებიც არსებობს. ზოგიერთი ახალგაზრდა სამხედრო სამსახურშია, ზოგი მცირე ბიზნესითაც დაკავდა. თავიან კოტეჯებში ე.წ. ,,ბუტკები” ჩადგეს და ქალაქიდან ჩამოტანილ წვრილმანს, სურსათს ყიდიან.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> <სპან სტყლე=""> <ი სტყლე="">,,მარტო 24 ლარი პურის ფულად არ გვყოფნის. Aაცივდა, ელემენტალურად, პურის ფული ხომ მაინც გვჭირდება? როდესაც წამოვედით ვერაფრის წამოღება ვერ მოვახერხეთ, შემდეგ კი აღარაფერი დაგვხვდა” ამბობს ქსუისიდან დევნილი <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">ეკა რაზმაძე, რომელსაც სახლში პატარა დახლი უდგას და სხვადასხვა სახი პროდუქტს ყიდის.<სპან სტყლე=""> <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">სამთავრობო, არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაცია ნებისმიერი პროექტის განხორიელებისას ადგილობრივებს ასაქმებს. მაგალითად დასახლებაში ჩადგეს თონეები, რომელთა მშენებლიბაზეც ხურვალეთის მოსახლეობა დასაქმდა. თუმცა ეს თონეები ჯერჯერობით უფუნქციოდ არის. თონეს როგორ აანთებენ შეშა არ აქვთ.<სპან სტყლე=""> Aარც ახლომახლოა შესაძლებელი ფიჩხის მოგროვება. Dდასახლების შესასვლელში მდგომი ჯარისკაცები უკრძალავენ მოსახლეობას საცხოვრებელი ტერიტორიიდან შორს წასვლას.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">,,აქვე ახლოში ოსური სეპარატისტები მოძრაობენ და დასახლებიდან შორს ნუ გახვალთო” <სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">აფრთხილებენ ქართველი ჯარისკაცები.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე010.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ს1027" წიდტჰ="343" ალიგნ="ლეფტ" ჰეიგჰტ="291" ჰსპაცე="12" /><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ">ხურვალეთში კიდევ ერთი მშენებლობა მიმდინარეობს. Mმტრის თვალის დასაბრმავებლად მშვენიერი, ფერადი, დიდი აბანო წამოჭიმეს. მართალია ამ მსენებლობაზე 38 ადამიანი დასაქმდა, მაგრამ რათ გინდა ეს აბანოც თოონეების მსგავსად უფუნქციოდ დარჩება. დასახლებაში ჯარ წყალი არ არის გაყვანილი და როდის გაიყვანენ არ იციან. Aაქ 10 ოჯახი ერთი ონკანით სარგებლობს,<სპან სტყლე=""> სადაც წყალი გრაფიკით მოდის და დილით თუ ვერ მოასწრეს წყლის მარაგის აღება მთელი დღე უწყლოდ დარჩებიან.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> Aაბანოს მშენებლობა გაეროს სამშვიდობო მისიის ერთ-ერთი პროექტია(პრინციპში ახლოს არის ერთმანეთთან სამშვიდობო მისია და უწყლო აბანო) როდესაც ვიკითხეთ რა აზრი ქონდა აბანოს მშენებლობას თუ წყლის პრობლემა მოუგვარებელი იყო, გაეროს სამშიდობო მისიის წარმომადგენელმა და ამ პროექტის მონიტორინგის ხელმძღვანელმა ბახვა რუხაძემ განგვიმარტა, რომ ,,<ი სტყლე="">პროექტი მარტო აბანოს მშენებლობას ითვალისწინებს და წყლის პრობლემა ჩვენ არ გვეხებაო<ბ სტყლე="">”...<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> როგორც შავშვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული_ როინ ფოლადაშვილი აცხადებს დევნილთა დასაქმებას არცერთი პროგრამა არ ითვალისწინებს. თუმცა სურვილი და მცდელობა ლტოლვილთა დასაქმებისა ნამდვილად არსებობს.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> <ბ სტყლე="">,,<ი სტყლე="">გაერო ახორციელებს ეხლა პროექტს, რომელიც ხურვალეთის მოსახლეობისათვის ქათმების, ცხვრებისა და ფუტკრის დარიგებას ითვალისწინებს.”<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> Aამ პროექტით ხალხი კი დასაქმდება, მაგრამ ის ქათმები, ცხვარი ან ფუტკარი სად უნდა განათავსონ ამაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. ხურვალეთში მოსახლეობას მიწაც კი არ აქვთ დაკანონებული, საკუთარი მიწის ნაკვეთიც კი არ აქვთ და ამ ცხვრებს სად წაიყვანენ ჯერ გაურკვეველია.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> <ი სტყლე="">,,ჩვენი პროექტი მხოლოდ მოსახლეობისათვის სამეურნეო საქონლის დარიგებას ითვალისწინებს” აცხადებს გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენელი ბახვა რუხაძე.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="EN-Uშ"><სპან სტყლე=""> მაშ ასე, ამ სიტუაციაში უწევთ ხურვალეთელებს,როგორც თაავად აღნიშნავენ, არსებობა. სხვა არანაირი შემოსავალი მათ არ აქვთ. <სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ">Mმხოლიდ<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><სპან სტყლე=""> ხელისუფლების დახმარების იმედზე არიან. მაშინ, როდესაც სამომხმარებლო კალათა, დაახლოებით, 150 ლარია. Dევნილებს 24 ლარით უწევთ არსებობა.<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><სპან სტყლე=""> <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე012.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ს1028" წიდტჰ="192" ალიგნ="ლეფტ" ჰეიგჰტ="267" ჰსპაცე="12" /><ბ სტყლე=""><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><იმგ სრც="ფილე:///ჩ:/DOჩUME%7E1/შტუდენტ/LOჩALშ%7E1/თემპ/მსოჰტმლ1/01/ცლიპ_იმაგე014.ჯპგ" სჰაპეს="_ხ0000_ი1025" წიდტჰ="355" ჰეიგჰტ="282" /><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><სპან სტყლე="">
<ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ბ სტყლე=""><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><სპან სტყლე=""> <ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ი სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ> <პ ცლასს="MსოNორმალ" სტყლე="ტეხტ-ალიგნ: ჯუსტიფყ;"><ბ სტყლე=""><სპან სტყლე="ფონტ-სიზე: 14პტ; ფონტ-ფამილყ: AცადNუსხ;" ლანგ="Eშ"><ო:პ>

Monday, May 3, 2010

მოდური პროფესია


“ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდეს” ამბობდა ოლღა ბებია და მასაც ისევე როგორც იმდროინდელი საზოგადოების თითქმის ყველა წევრს, სამედიცინოს დიპლომი ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.
იყო დრო როცა ექიმის პროფესია საყოველთაოდ აღიარებული, განსაკუთრებით პატივსაცემი და ყველასათვის სასურველი პროფესია იყო.
დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ პროფესიები, რომელთა მიმართ ხალხის დამოკიდებულება ერთნაირია: მოსწონთ და აღიარებენ იმ სპეციალობებს, რომლებიც პოპულარული, მოდური და პრესტიჟულია.


რომელი პროფესია ითვლება ყველაზე პოპულარულად დღეს ქართველ ახალგაზრდებში?
მარი 17 წლის არის, მე-12 კლასში სწავლობს და აბიტურიენტია. მას უკვე არჩეული აქვს საკუთარი პროფესია. საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს და სახელმწიფო მოხელე უნდა გახდეს. “ჩემი მეგობრებიც საერთაშორისოზე აბარებენ. Mომწონს ეს პროფესია, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული,პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა.
-სად შეგიძლია დასაქმდე ამ პროფესიით?
-საკანონმდებლო, აღმასრულებელ ორგანოებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში. Dიპლომატიური ურთიერთობები და ამ განათლების მქონ კადრები დღეს ყველგან სჭირდებათ”. გვითხრა მარიმ და იგი დარწმუნებულია, რომ მომავალი პროფესია მას თავბრუდამხვევ კარიერას შეუქმნის.
კიდევ ერთი პოპულარული სპეციალობა- ეკონომიურია. ეს ბუნებრივიცაა. Dრომ მოიტანა ის, რომ ახალგაზრდები ტექნიკური საგნებით დაინტერესდნენ. დღეს, ყველა, სპეციალობას ირჩევს იმ გათვლით, თუ რა მატერიალურ მდგომარეობას მოუტანს მას თავისი პროფესია და რანდენად ექნებათ დასაქმების შანსი.
უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის დიდი ნაწილი საბანკო სექტორშია დასაქმებული. სწორედ ამან განაპირობა პროფესიების: ეკონომიური, საბანკო-საფინანსოს პოპულარობა.
ქეთი მე-11 კლასელია, ჯერ არ გადაუწყვეტია რაზე ჩააბარებს, მაგრამ დარწმუნებულია ისეთ სპეციალობას აირჩევს რაც მართლა აინტერესებს და მოსწონს. “ზოგი ჩემი ნაცნობი პროფესიას იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად მოდური და პოპულარულია ხალხში. ძოგს უბრალოდ, სახელწოდების გამო მოსწონს, ზოგს მშობლები ურჩევენ”
რა განაპირობებს ჩვენს საზოგადოებაში ამა თუ იმ პროფესიის პოპულარობას და რა ნიშნით ხდება უპირატესობების მინიჭება სპეციალობების მიმართ?
იაგო კაჭკაჭიშვილი: ყველა ქვეყანაში არსებობენ მოდური პროფესიები, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია. Mოსახლეობის, საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება პროფესია პოპულარული. ჩვენს ქვეყანაში პროფესიის “მოდურობა” ძირითადად ორი მიზეზი განსაზღვრავს. Eსენია: 1) პრაგმატული მიდგომა_ ორიენტირი პრაქტიკაზე; და 2) ცრუ მოტივაცია_ ანუ სახელწოდების ჟღერადობა.
უმუშევრობა ეს არის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა საქართველოში. შესაბამისად ახალგაზრდები ირჩევენ პროფესიებს იმის მიხედვით, თუ შემდგომში როგორ იშოვნიან სამსახურს. Pრაგმატული დატვირთვა ამა თუ იმ პროფესიის არჩევისას არის გადამწყვეტი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი.
პროფესიები, რომლებს აც არ აქვთ და არ სდევთ მათი გამოყენების პერსპექტივა, ახალგაზრდებისათვის არიან აბსოლუტურად არაპოპულარული.
მეორე მიზეზი, რომელსაც ცრუ მოტივაცია უდევთ საფუძვლად, არის ამა თუ იმ პროფესიის საეთაშორისო პროფილი და სახელწოდების ჟღერადობა. მაგალითად: ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც პროფესიით ინჟინერია, ხუმრობდა: თუ გინდა რომ ახალგაზრდები მიიზიდო და დააინტერესო პროფესიით, მას უნდა დაარქვა “საერთაშორისო მშენებლობა, საერთაშორისო ინჟინერიაო”.
ასე რომ ის პროფესიები, რომლებსაც აქვთ უნივერსალური და საერთაშორისო ჟღერადობა არიან პოპულარულები. ამისი ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ სახელწოდება რაც უფრო საერთაშორისოა, რაც უფრო ყოვლისმომცველია, რაც უფრო გლობალურია, მით უფრო ასოცირდება წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან.
როგორც ჩანს, საზოგადოების ერთსულოვანი დამოკიდებულება “მოდური პროფესიების” მიმართ არ იცვლება. Iცვლება მხოლოდ პროფესიები მოსახლეობის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.
დღეს ის პროფესიებია პოპულარული, რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობასთან, კარიერის მოწყობასა და პრესტიჟთან ასოცირდებიან.

Monday, April 19, 2010

პროფილი


გიჟის სტატუსი სიმართლისათვის

გვერდულად მოქცეული ბერეტი, მხარზე გადაკიდებული სავაჭრო ჩანთა და გაქექილი ტყავის ბლოკნოტი. ალბათ იცანით, ეს ნათელაა, ქალაქის კოლორიტი.
მკითხავი ნათელა, გიჟი ნათელა, ლოთი ნათელა_ ასე მიმართავენ ქალაქის მცხოვრებლები ფალიაშვილელ ნათელას. მასზე ქალაქში იმდენივე ისტორიას მოისმენთ, რამდენი ადამიანიცაა. რეალურად კი არავინ იცის ვინ იყო ან ვინ არის ეს ბიჭურად ჩაცმული ქალი.
ალბათარ იცით, რომ იგი ფემინისტია. უფრო მეტიც, ვერიტანს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებს. უყვარს ხმამაღლა ფიქრი და ბლოკნოტში ჩანახატების კეთება. თუ რომელიმე გამვლელი მისით ზედმეტად დაინტერესდა ნათელა მაშინვე დედ-მამის “მოკითხვას” იწყებს და ისეთ საუცხოო გინებას მოყვება კაცსაც კი “შეშურდება”.
არადა, ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო: ნათელა ხუთოსანი მოსწავლე ყოფილა, მერე წარჩინებული სტუდენტ, მერე ირდიპლომიანი უმუშევარი და ბოლოს ბოთლების შემგროვებელი.....
ვერ იტანს პრესიდენტ სააკაშვილს და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ არ აგინოს.
ხალხთან ურთიერთობა არ უყვარს და მიაჩნია, რომ ხალხი ბრბოა. ბრბო, რომელსაც, ნორმალური ლიდერიც კი არ ჰყავს.
“ღირსები ვართ ყველაფრის! უარეს დღეში უნდა ვიყოთ! დავიმსავურეთ. რაც ხალხია ის მთავრობა ჰყავს...” ბუტბუტებდა დათოვლილ ტროტუარზე უმისამართოდ მიმავალი.
_ვისზე ხარგაბრაზებული, ან რისი ღირსები ვართ? _ ვკითხე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას.
_ყველაფრის. ყველაფრის ღირსები ვართ! უცებ გაჩუმდა და შემომხედა. აღარაფერი მიკითხავს. მასთან ერთად გავაგრძელე გზა.
ცოტახნის შენდეგ ვიღაცას სივრცეში დაუწყო ლაპარაკი: “ურწმუნოების უფსკრულში ვართ გადაჩეხილი და გაუცხოებული. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არ გვაქვს. არასოდეს გვისწავლია სიყვარული. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებითა ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისაგან ერთმანეთს შეურაცხვყოფთ...” ხო, მართლა ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოს_ მომიბრუნდა მე და ჩემს გაოცებულ სახეს რომ წააწყდა გააგრძელა_ ვუდი ალენმა თქვა, მაგრამ ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი...
მერე გაჩერდა, კეთილად გმიღიმა და გაყინულ პარკში დათოვლილ სკამზე ჩამოჯდა......
P.შ. მართლაცდა, რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები. სწორედ მას ვეძახით გიჟს, ვინც ყველაზე მწარე სიმართლეს ამბობს.

Monday, April 12, 2010

ქართული ტელეარხების საიტები





რუსთავი 2

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.
რუსთავი 2–ს აქვს საკუთარი ინტერნეტ ვერსია, ინტერნეტ საიტი, სადაც მაყრებელს შეუძლია ნახოს როგორც პირდაპირი ეთერი, ასევე არქივი და ანოონსებიც კი. არხის საიტზე ახალი ამბები მნიშვნელობისა და პერიოდულობის მიხედვით არის განთავსებული.
რაცშეეხება დიზაინს, დიზაინი არის ცოტა გადატვირთული და ვერ ხერხდება ორიენტირება საიტის მიხედვით. პირველივე გვერდზე ჩაყრილია ახალი ამბები, გადაცემები, რეკლამები და სხვა წვრილმანი დატალები, რაც საერთო ჯამში ცოტა გაუგებარს ხდის საიტს.



იმედი

ტელეკომპანია “იმედი” დაარსდა 2001 წელს. არხი მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. არხი მაყურებელს სთავაზობს: სწრაფად, ზუსტად და ამომწურავად გაშუქებული ახალი ამბები; პოლიტიკურ-სოციალური თოქ-შოუები; შემეცნებით-გასართობი, საგანმანათლებლო, ისტორიული, რელიგიური, სპორტული, იუმორისტული პროგრამები; ქართული და უცხოური სერიალები; მაღალი ხარისხის ადაპტირებული ფორმატები.
იმედს აქვს საკუთარი საიტი, რომელმაც არაერთხელ შეიცვალა ფორმა და სტილი. იგი ამჟამადაც ტესტირების პროცესშია.



1 არხი
1 არხი იგივე საზოგადოებრივი მაწყებელი პირველი ქართული არხია. მისი საიტი ყველაზე უფრო ნათლად და მარტივად არის აწყობილი. პირველ გვერდზე მოთავსებული ფოტო და ტექსტური მასალა უადვილებს ნებისმიერ მომხმარებელს მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ამ არხის საიტი თვალისთვის ადვილი აღსაქმელია და არ იწვევს დაბნეულობას მომხმარებელში.

კოქტეილი


სიტყვა “კოქტეილის” (cocktail) წარმოშობის ისტორია დღემე სადავოა და ალბათ ზუსტად არც არასდეროს გაირკვევა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება..

ლეგენდური წარსული:
როგორც ყველაფერს, რასაც გაურკვევლობის ბურუსი ფარავს, კოქტეილის წარმოშობასაც ლეგენდებით მოსავენ. ერთ-ერთის თანახმად, მექსიკელმა პრინცესამ, რომელსაც სახელად ხოკტლმა ერქვა, ამერიკელ სტუმარს სასახლის კარზე დამზადებული სასმელი მიართვა. სტუმარს იგი ძალიან მოეწონა, მასპინძლის სახელი სასმელისაში აერია და კოქტეილად “მონათლა”.
მეორე ლეგენდით, კოქტეილი ინგლისური “კოკ ელისგან” წარმოიშვა და მამლის ლუდს ნიშნავდა, დღეს ასეთი სახელწოდების სასმელი არ არსებობს. ძველად კი, როდესაც მამლების ბრძოლა ერთადერთი სანახაობა გახლდათ, მოჩხუბარ მამლებს ალკოჰოლიანი სასმელების ნაზავით გაჯღენთილი ხორბლის მარცვლებით კვებავდნენ, ეს მათ ძალას მატებდა და ბრძოლაც უფრო საინტერესო იყო. ერთხელაც ‘მამლის ლუდი” კაცებს საკუთარ თავზე გამოიუცდიათ (რა თქმა უნდა, ხორბლის მარცვლების გარეშე), ძალიან მოწონებიათ და მალე ახალი სასმელი დასავლეთის სალონების აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა.
სხვა ვერსიაში ქალი, ვინმე ელიზაბეტ ფლენეგენი ფიგურირებს. იორკთან ახლოს ლუდხანა ჰქონია და ჯარისკაცებს ვისკის, რომისა და სხვადასხვა ხილის წვენისგან ნაზავით უმასპინძლდებოდა. სასმელის ფერების დანახვისას, ერთ ფრანგ ოფიცერს უთქვამს: გაუმარჯოს მამლის კუდსო!. სხვა გადმოცემით, ქალმა მამლის კუდით მან სასმისი შეამკო და ამის გამო დაიმკვიდრა სასმელმა ასეთი სახელი. ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ კოქტეილი ესპანური სიტყვაა - კოლა დი გალო და ისიც მამლის მკუდს ნიშნავს.
1920 წელს, როცა მშრალი კანონის ძალით ამერიკაში ალკოჰოლიანი სასმელი აიკრძალა, მათ შენიღბვას ხილის წვენების დამატებით ცდილობდნენ, შესაძლოა, სწორედ ესაა კოქტეილის გავრცელების ბოლო საწყისი წერტილი ისტორიაში.

კოქტეილის ჭიქა
თუ სიტყვა “კოქტეილის” წარმოშობა დღემდე სადავოა, ზუსტადაა ცდნობილი, რომ კოქტეილის ჭიქა ფრანგმა ფარმაცევტმა, პეიშომ გამოიგონა.

კოქტეილის დამზადება ხელოვნებაა?
აღიარებული ფაქტია, რომ კოქტეილის დამზადება სასმელების მექანიკური არევა კი არა, ხელოვნებაა. კოქტეილი სულ მცირე, ორ სხვადასხვა სასმელს უნდა შეიცავდეს. როგორც წესი, მთავარი კომპონენტია - ვისკი, ბრენდი, არაყი, ყინული.

კლასიფიკაცია:


კოქტეილები ორ დიდ ჯგუფად იყოფა - აპერიტივები და დაიჯესტივები.
ა) აპერიტივი მადისაღმძვრელი ალკოჰოლიანი სასმელია; მას სადილის წინ მიირთმევენ. საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას უწყობს ხელს. კოქტეილ-აპერიტივებს ჯინით, ვისკით, არაყით, კონიაკით, რომით, ბრენდით, თეთრი ან წითელი ვერმუტით, ლიქიორით, სადესერტო ღვინოებითა და არააკოჰოლური წვენებით ამზადებენ. მათ ჩხირის გარეშე, სირჩით (ე. წ. ბოკალი) და ჭიქით სვამენ.
ბ) კოქტეილ-დაიჯესტივებს კი პირიქით - სადილის შემდეგ მიირთმევენ, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად. ამ ტიპის ბევრი სასმელის გემო მეტისმეტად ტკბილიდან მჟავემდე იცვლება. ზემოხსენებული სასმელების გარდა, მის შემადგენლობაში ნაღები, ყავა, კვერცხი, თაფლი, ხილი და სიროფიც შედის.

კოქტეილ-დაიჯესტივებს ჯგუფებად ყოფენ:
1) კოქტეილ-საუერი: ძირითადი კომპონენტი რომელიმე ციტრუსის წვენია. ეს კოქტეილი მომჟავოა. შეიკერში ამზადებენ. ჩხირით სვამენ. ჭიქის კედლებს ჯერ ლიმონის წვენით ან სიროფით ასველებენ, მერე კი შაქრის პუდრით ალამაზებენ. ბოლოს, კოქტეილში ფორთოხლის ცედრას ამატებენ. მომჟავო-მარილიანი საუერიც არსებობს. მისი მომზადებისას ჭიქაში ჯერ ყინულის ნატეხებს ყრიან, ზემოდან ნელ-ნელა სასმელებს ისე ამატებენ, რომ ყინული გაიჟღინთოს.
2) კოქტეილ-კობლერი: ყინულის ნატეხებს ღვინის, ვისკის, პიტნის სიროფისა და ლიმონის წვენს ასხამენ. სასმელსაც და ჭიქის კიდეებსაც ხილით ამკობენ.
3) კოქტეილ-ფლიპი: შამპანურის საგანგებო ჭიქით სვამენ. მასში კვერცხის გული, შაქარი და სპირტიანი სასმელები შედის. ყველაფერს თქვეფენ და ჭიქაში გადატანისთანავე მიირთმევენ, რომ ნაფიფქი არ გაუჩნდეს.
4) ნაღებიანი, ძალიან გემრიელი კოქტილები. მათ ხანდახან თაფლს უმატებენ. სირჩაში ცხელ ყავას ასხამენ, შაქარსა და ირლანდიურ ვისკის უმატებენ და ზევიდან ათქვეფილ ნაღებს ადებენ;
5) ფენოვანი: მამლის კუდს ყველაზე მეტად წააგავს. სასმელების სხვადსხვა ფენა ერთმანეთში არ ირევა, მთავარია ერთმანეთზე ზუსტად დალაგდეს. ზოგჯერ თითოეულ ფენას საკუთარი ჩხირი აქვს.

ყველაზე მარტივი რეცეპტები:

ფორთოხლის კოქტეილი:
მასალა: ფორთოხლის წვენი, მშრალი შამპანური.
მომზადების წესი: შამპანური ჭიქაში ნახევრამდე ფორთოხლის წვენს ვასხამთ, შემდეგ შამპანურით ვავსებთ.

“მოგზაურობა სამხრეთში”
მასალა: 40 მლ. ლიქიორი, მშრალი შამპანური, 1 ნაჭერი ფორტოხლის ცედრა.
მომზადების წესი: შამპანურის გარდა, ყველაფერი ჭიქაში მოათავსეთ და ბოლოს სეავსეთ შამპანურით.

კოქტეილი წითელი ღვინით
მასალა: 1 კვერცხის გული, 80 მლ. წითელი ღვინო, 2 ჩ.კ. შაქარი, შამპანური, გახეხილი მუსკატის კაკალი.
მომზადების წესი: შამპანური გარდა, ყველაფერი შეიკერში აურიეთ. გაფილტრეთ, შემდეგ დაასხით შამპანური და მუსკატის კაკალი მოაყარეთ.

“ფრანგული კოცნა”
მასალა: 1 ჩაის კოვზი ჟოლოს პიურე, შამპანური.
მომზადების წესი: ჭიქაში ჟოლოს პიურეს ვდებთ და შამპანურს ვასხამთ.

“დებიუტანტი”
მასალა: 30 მლ. ტეკილა , 25 მლ. ატმის ლიქიორი, 5 მლ. პიტნის ლიქიორი, 1 ს. კ. ლიმონის წვენი. მოსართავად ერთი ცალი კოქტეილის ალუბალი.
მომზადების წესი: ყველაფერს “შეიქერში” შეანჟღრევთ, ირჩაში მოათავსებთ და შემდეგ ალუბალს ჩააგდებთ, სულ ეს არის “დებიუტანტი”.

გაითვალისწინეთ, კარგი კოქტეილის დასამზადებლად ბარში სხვადასხვა სასმელი და ხილის წვენი აუცილებლად უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, საჭირო მოწყობილობებთან და ჭურჭელთან ერთად. მაგრამ ეს სხვა, კიდევ უფრო ფართო თემაა, ცალკე განხილვას მოითხოვს და ამიტომ მოგვიანებით განვავრცობთ.


საქართველოს ეროვნული მუზეუმი



საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (ფილიალები: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი), საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი.

Friday, April 9, 2010

ქართული ფოტოს ისტორია














ქართული ფოტოს ისტორია

მსოფლიო ისტორიაში, პირველი ფოტო 1826 წლით თარიღდება. თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი, მხოლოდ პორტრეტული გამოსახულების მიღება იყო. ფოტოგრაფია, ადამიანებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევდა , რადგანაც ამ გზით, პორტრეტის მიღება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხატვრის მიერ მისი დახატვა

1846 წელს, ფოტოგრაფია ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის და საკმაოდ კარგადაც ვითარდება.


საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას.


ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში.

ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს.
ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.

80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა.

XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

Monday, April 5, 2010


აზერბაიჯანული ქორწილი

გოგო თუ დანიშნული იყო და მაინც მოიტაცეს, გოგოს მშობლები ქარწილს აღარ გადაუხდიან, ხოლო თუ ქორწილით მოიყვანეს: პირველ დღეს ქორწილი გოგოსთანაა, მეორე დღეს კი ბიჭთან. ბიჭის მეჯვარემ უნდა მოიტანოს შაჰი. შაჰი ეწოდება ხის ჯვრის მაგვარს და ზედ შოკოლადებია ასხმული. ქორწილშივე აცხადებენ ვინ რა ოქრო მოუტანა, რამდენი გრამია. მეფე პატარზალს შუა ქორწილიდან აყენებენ და გაჰყავთ.

პირველ დღეს პატარძალს ფეხებში უკლავენ ცხვარს, რომელსაც ყელზე წითელი ლენტი აქვს შემოხვეული. შემდეგ თეფშს ატეხინებენ და თავზე ბრინჯს და ტკბილეულს აყრიან.

მეორე დრეს აკეთებენ პირველ დღეს დაკლულ ცხვარს და მიიწვევენ ახლო მეზობლებს და სტუმრებს. მეორე დღეს პატარძალს წითლები უნდა ეცვას მაგიდაზე წითელი ვარდები და ვაშლი უნდა ელაგოს, ასევე ტორტი და შაჰი.

Saturday, April 3, 2010

გოეთეს უნივერსიტეტი





გოეთეს უნივერსიტეტი

დღეისათვის გერმანიაში ირიცხება ორ მილიონზე მეტი მოსწავლე, მათგან
250000 უცხოელი სტუდენტია.
უმაღლესი განათლების მრავალსახოვნობა მათ უქმნის საუკეთესო არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს სრული უნივერსიტეტები წარმოადგენენ. მათ შორის ერთ–ერთი პოპულარული და მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელი არის გოეთეს უნივერსიტეტი, რომელიც უცხოელ სტუდენტებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.იგი სწავლის მსურველებს სთავაზობენ პროგრამების ფართო ჩამონათვალს, სამართლის, კულტუროლოგიის, ბუნებრივი მეცნიერების, ეკონომიკისა და ფინანსების, ბიზნსისა და მართვის, პედაგოგიკის და, გარკვეული მოთხოვნებით, მედიცინის შესწავლას.
უნივერსიტეტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაცვლითი პროგრამა, ამიტომ ამ უნივერსიტეტში უამრავი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
სასწავკლებელში ჩარიცხვა ხდება გამოცდების მეშვეობით.

აკადემიური (ანუ სასწავლო) წელი


აკადემიური წელი შესდგება ზამთრის (1 ოქტომბრიდან - 31 მარტამდე) და ზაფხულის (1 აპრილიდან - 30 სექტემბრამდე) სემესტრებიდან.
მიღება

უცხოელი სტუდენტების მიღების საკითხებს განაგებენ სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ბიუროები. ბიუროდან ენის ცოდნის დადასტურების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ პრეტენდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს შესაბამისი სასწავლებლის სტუდენტად. ზამთრის სემესტრისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება სრულდება 15 ივლის, ხოლო ზაფხულის - 15 იანვარს.

სწავლების ენა

საერთაშორისო პროგრამებით სწავლის პირველ წელს (თუ სრული კურსი არ არის ინგლისურ ენაზე), უმაღლესი განათლების და აკადემიური ხარისხის მისაღებად, პარალელურად შეიძლება გერმანული ენის კურსების გავლა. გერმანული ენის ცოდნის დასადასტურებლად (DSH) საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება.

საცხოვრებელი
გაცვლითი პროგრამების სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან დაბინავებით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. სტუდენტთა საქმეების გერმანიის ასოციაცია (Deutsches Studentenwerk) სთავაზობს სტუდენტებს 180000 ყველაზე ხელმისაწვდომ, ერთადგილიან ან ორადგილიან, კომუნალურად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ადგილს განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სტუდენტურ დასახლებებში. აგრეთვე ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება იაფი საცხოვრებლის მოძებნა სტუმართა სახლებში ან სტუდენტურ სასტუმროებში (Guest houses/student hotels). ამ სახის ყველა საკითხის გარკვევაში უცხოელ სტუდენტებს დახმარებას უწევენ უნივერსიტეტების სპეციალური სამსახურები.

ცხოვრების ღირებულება
თუ პროგრამიდან გამომდინარე სასწავლებელი არ უზრუნველყოფს სტუდენტს საცხოვრებლით, ძირითადი მსხვილი გადასახადი უწევს საცხოვრებლის არენდის ღირებულების დაფარვას ( დაახლოებით 250 ევრო თვეში). ღირებულების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლის ტიპსა და ქალაქს. სავარაუდოთ სტუდენტის საერთო ხარჯებმა შეიძლება შეადგინონ 540 – 700 ევრო თვეში (მ.შ. გასათვალისწინებელია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, სასწავლებლის სოციალური შენატანები და ა.შ.) მსხვილ ქალაქებში დანახარჯები გაიზრდება. უცხოელი სტუდენტების მიერ ამ პრობლემების გადაწყვეტაში, გერმანიაში სწავლის დაწყებისა და ცხოვრების საკითხების მოგვარებაში საკმაოდ სერიოზულ დახმარებას სთავაზობს სტუდენტების საქმეთა ასოციაცია (Deutsches Studentenwerk)

მუშაობა სწავლის პერიოდში
სწავლის პერიოდში მუშაობა ჩვეული მოვლენაა გერმანიაში. მაგრამ განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებისგან, სხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის დრო შეზღუდულია და დაშვებულია წელიწადში მხოლოდ 90 სრული ან 180 არასრული სამუშაო დღის განმავლობაში და ამისთვის არ არის საჭირო დასაქმების სააგენტოს ან ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ მათი დადგენა უმჯობესია უშუალოდ ადგილზე.

Monday, March 29, 2010

ისევ ქალბატონებისათვის:)

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბიჟუტერია მკურნალობს. ახალი ბეჭდის, სამაჯურის ან საყურეების ყიდვა გვეხმარება სტრესის მოხსნაში და გვიმაღლებს განწყობილებას. ხოლო სამკაულის შერჩევას შევყავართ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში და ყოველდღიური ფიქრებიდან დროებით გვანთავისუფლებს. ეს ნახტომი რეალობიდან უფრო სასარგებლოა ვიდრე რვა საათის ძილი. კაშკაშა ფერის მძივები და ნაზი ყვავილები, სტრაზების სხივები და ზარივით ძეწკვები - ყველაფერი ეს ბიჟუტერიაა. მისი სუფთა ფერები და მოულოდნელი ფორმები, მისი მომნუსხველი მრავალფეროვნება გვაცდუნებს, ავიტაცოთ, გავიკეთოთ და ვიყიდოთ. გოგოების საუკეთესო მეგობრები შეიძლება ბრილიანტებიც იყვნენ, მაგრამ მათი შეძენა არც ისე ადვილია. ვარსკვლავებიც კი არ ყიდულობენ ყოველთვის ბრილიანტებს და ქირაობენ ცნობილ საიუველირო ფირმებიდან. ამიტომ თანამედროვე გოგოების ყველაზე საუკეთესო მეგობრები, რა თქმა უნდა - ბიჟუტერიაა.

აქსესუარები ქალის ხასიათს უსვამს ხაზს


საყურე – ქალბატონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამშვენისია, თანაც სტილის, ფერის, ზომებისა და ხარისხის მრავალფეროვნება ამ აქსესუარს ყველა ასაკისთვის უნივერსალურსა და მოდიდან გაუსვლელს ხდის.

მაღაზიებში არსებული ასორტიმენტი იმის საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ ყველანაირი შემთხვევისთვის, ყველანაირი სეზონისთვის და ყველანაირი გემოვნების დამაკმაყოფილებელი სამკაული იშოვო.

დღეს ყველაფერს ატარებენ: ოქროს და მოოქროვილს, ნახევრადძვირფასი და ძვირფასი თვლებით, კლასიკურ მარგალიტიანსა და ავანგარდულ წრეებს, რომანტიკულ ვინტაჟურსა და მოდურ დაკიდებულსაც.

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საყურეების ისე არჩევა, რომ მართლა დაგამშვენოს. უნდა გაითვალისწინოთ სახის ოვალი, თვალის ფერი, კანის ფერი და რა თქმა უნდა სამოსი. უყურადღებოოთ არც სხეული აგებულება უნდა დაგრჩეთ.
საყურე უნდა იყოს ვარცხნილობისა და ყურის ფორმის პროპორციულიც. დაბალი ქალი თვითონ დაიკარგება გრძელ და დაკიდებულ საყურეს თუ გაიკეთებს, ამიტომ მათ უფრო მეტად , უფრო სწორად იდეალურად მოუხდება თვალისტვის სახის დამაგრძელებელი საყურე.

მაღალმა და გამხდარმა ქალებმა ყურადღება მოხდენილ წრეებსა და კვადრატული ფორმის საყურეებს უნდა მიაქციონ, გრძელი და დაკიდებული საყურეც მოუხდებათ, რადგან ყურსა და მხარს შორის მანძილი მათ უფრო დიდი აქვთ.

ყველაზე ადვილი საყურის შერჩევა სწორი ოვალის ქალბატონებისთვისაა - ფაქტიურად ნებისმიერი ფორმისა და სიგრძის საყურე უხდებათ. ხოლო მრგვალსახიანებს გრძელი და ჩამოკიდებული საყურე უხდებათ, ბოლოში მარგალიტის ცრემლით ან სულაც კვადრატული ფორმის საყურეები.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენს გემოვნებაზე, თუმცა ზოგი წესის გათვალისწინებით თქვენ შეუდარებელი იქნებით.

დაიმახსოვრეთ, რომ თვალისა და კანის ფერი ხაზს გაუსვამს ფერადქვიან საყურეებს.

პატარაქვიანი საყურე შესანიშნავად ესადაგება ყოველდღიურ სამოსს. ეფექტური საყურე მკვეთრი ფერის დიდი ქვებით განსაკუთრებული შემთხვევისთვის შემოინახეთ.

როგორც ყველა სამშვენისმა, საყურემაც არ უნდა გაიტაცოს თქვენკენ მოპყრობილი ყურადღება და არ უნდა დაარღვიოს საერთო შთაბეჭდილება. წვრილი, ფაქიზი ყელსაბამი ან სულაც ჯაჭვი უფრო ორიგინალური და ეფექტური საყურეების არჩევის საშუალებას იძლევა.

როგორც ყველა კარგად შერჩეულ სამკაულს, საყურესაც შეუძლია, კარგი განწყობა გაჩუქოს, გახდეს ყველაზე ლამაზი შტრიხი თქვენს აღკაზმულობაში და თქვენც ორიგინალურსა და დახვეწილს გაგხდით.

ძვირფასი ქვების მოყვარულთათვის


გაინტერესებთ რა კავშირი აქვს ქვასა და ადანიანის ხასიათს?
ამბობენ, ძვირფას ქვებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთო და ხასიათსა და უნარ-ჩვევებზე მოქმედებს.

აი, მაგალითად, უფრო ამტანი რომ გახდეს, ადამიანს ურჩევენ: ძოწს, მთვარის ქვას, კვარცს, ობსიდიანს, შავ თურმალინს.

სხვა თვისებებისთვის კი გვთავაზობენ:

საქმიანი - ალმასი, მთის ბროლი, ძოწი.

სულიერება, თვითსრულყოფა – აქვამარინი, ამაზონიტი, ამეთვისტო.

სულიერი სიმშვიდე - გიშერი, მალაქიტი, ნეფრიტი, ობსიდიანი, პნოქსი, საფირონი.

სიცოცხლისმოყვარეობა - ავანტიურინი, აქვამარინი, ძოწი, ლალი, სერდოლიკი, ქრიზოლიტი, ფირუზი.

გამომგონებლობა - ამეთვისტო, ფირუზი, გიაცინტი, ძოწი, ტოპაზი, ქარვა.

მჭევრმეტყვება - აქატი, აქვამარინი, ბერილი, მთის ბროლი, იასპი.

გონებამახვილობა – აქატი, ალმასი, მთვარის ქვა, სერდოლიკი, ტოპაზე, იასპი.

მეხსიერება - ალექსანდრიტი, ალმასი, ფირუზი, სერდოლიკი, იასპი.

პრაქტიკულობა - აქატი, ბერილი, მთის ბროლი, ობსიდიანი.

სექსუალური მიმზიდველობა - ალმასი, ფირუზი, ჰელიოტროპი, მარგალიტი, ლალი, საფირონი.

მტკიცე ხასიათი – ალმასი, მთის ბროლი, ობსიდიანი.

იღბლიანობა - ალმასი, ამეთვისტო, ზურმუხტი, მთვარის ქვა, ლალი, ტოპაზი.

ენერგიულობა – ალმასი, ამეთვისტო, ფირუზი, ლალი, საფირონი, სიყვარულის ქვა, იასპი.

გოწიე








ეთნიკური თემებისადმი ჟან პოლ გოტიეს სიყვარული დიდიხანია ცნობილია. წელს Haute Couture–ის პარიზის კვირეულზე დიზაინერმა მექსიკური კოლექცია წარმოადგინა.

მასში მექსიკის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი აირეკლა - მექსიკელი გლეხი ქალების ეროვნული კოსტიუმებით დაწყებული აცტეკების სამშვენისებით დამთავრებული, სომბრეროები, სიგარები, მუნდირები და კონკისტადორები.

ჩვენების შუა ნაწილი, კაბები პალმის ტოტების აპლიკაციებით, მნახველს თავს ჯუნგლებში ამოაყოფინებდა.

ახალი კოლექციის შესაქმნელად დიზაინერსმხოლოდ მექსიკაში მოგზაურობამ არ შთააგონა. ლონდონში გამოფენა უნახავს აცტეკელ იმპერატორ მონტესუმზე და ფილმი "ავატარი".

"ვნახე "ავატარი" და აღმაფრთოვანა სურათმა. ბუნებაზე, ეკოლოგიასა, ლათინოამერიკულ ტროპიკებზე ფიქრები აღმიძრა და მერე მეხსიერებაში მექსიკის ხედები გადაიშალა," - გამოტყდა გოტიე ჩვენების შემდეგ. ჩვენებაზე არც დიზაინერის საფირმო დეტალები დარჩენილა უყურადღებოდ – პოდიუმზე რამდენიმე კონუსისებური ბრა გამოჩნდა. 1990 წელს გოტიემ ანალოგიური მოდელი მადონას საგასტროლო ტურნესტვის შექმნა.



ჩემი საყვარელი ცხოველი არის კატა

Monday, March 15, 2010

მეორე პოსტი_ დავალება

რას წერს წუსული მედია საქართველოში არსებულ მოვლენებზე
lenta.ru
newsru.com
infopressa.ru
"ქართველებმა სააკაშვილი დაასაფლავეს", "

ჩემი პირველი პოსტი

დგეს გავხსენი ბლიგი და ჯერ არაფრის აზზრზე არ ვარ.:):):)