Saturday, April 3, 2010

გოეთეს უნივერსიტეტი





გოეთეს უნივერსიტეტი

დღეისათვის გერმანიაში ირიცხება ორ მილიონზე მეტი მოსწავლე, მათგან
250000 უცხოელი სტუდენტია.
უმაღლესი განათლების მრავალსახოვნობა მათ უქმნის საუკეთესო არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს სრული უნივერსიტეტები წარმოადგენენ. მათ შორის ერთ–ერთი პოპულარული და მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელი არის გოეთეს უნივერსიტეტი, რომელიც უცხოელ სტუდენტებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.იგი სწავლის მსურველებს სთავაზობენ პროგრამების ფართო ჩამონათვალს, სამართლის, კულტუროლოგიის, ბუნებრივი მეცნიერების, ეკონომიკისა და ფინანსების, ბიზნსისა და მართვის, პედაგოგიკის და, გარკვეული მოთხოვნებით, მედიცინის შესწავლას.
უნივერსიტეტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაცვლითი პროგრამა, ამიტომ ამ უნივერსიტეტში უამრავი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
სასწავკლებელში ჩარიცხვა ხდება გამოცდების მეშვეობით.

აკადემიური (ანუ სასწავლო) წელი


აკადემიური წელი შესდგება ზამთრის (1 ოქტომბრიდან - 31 მარტამდე) და ზაფხულის (1 აპრილიდან - 30 სექტემბრამდე) სემესტრებიდან.
მიღება

უცხოელი სტუდენტების მიღების საკითხებს განაგებენ სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ბიუროები. ბიუროდან ენის ცოდნის დადასტურების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ პრეტენდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს შესაბამისი სასწავლებლის სტუდენტად. ზამთრის სემესტრისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება სრულდება 15 ივლის, ხოლო ზაფხულის - 15 იანვარს.

სწავლების ენა

საერთაშორისო პროგრამებით სწავლის პირველ წელს (თუ სრული კურსი არ არის ინგლისურ ენაზე), უმაღლესი განათლების და აკადემიური ხარისხის მისაღებად, პარალელურად შეიძლება გერმანული ენის კურსების გავლა. გერმანული ენის ცოდნის დასადასტურებლად (DSH) საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება.

საცხოვრებელი
გაცვლითი პროგრამების სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან დაბინავებით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. სტუდენტთა საქმეების გერმანიის ასოციაცია (Deutsches Studentenwerk) სთავაზობს სტუდენტებს 180000 ყველაზე ხელმისაწვდომ, ერთადგილიან ან ორადგილიან, კომუნალურად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ადგილს განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სტუდენტურ დასახლებებში. აგრეთვე ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება იაფი საცხოვრებლის მოძებნა სტუმართა სახლებში ან სტუდენტურ სასტუმროებში (Guest houses/student hotels). ამ სახის ყველა საკითხის გარკვევაში უცხოელ სტუდენტებს დახმარებას უწევენ უნივერსიტეტების სპეციალური სამსახურები.

ცხოვრების ღირებულება
თუ პროგრამიდან გამომდინარე სასწავლებელი არ უზრუნველყოფს სტუდენტს საცხოვრებლით, ძირითადი მსხვილი გადასახადი უწევს საცხოვრებლის არენდის ღირებულების დაფარვას ( დაახლოებით 250 ევრო თვეში). ღირებულების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლის ტიპსა და ქალაქს. სავარაუდოთ სტუდენტის საერთო ხარჯებმა შეიძლება შეადგინონ 540 – 700 ევრო თვეში (მ.შ. გასათვალისწინებელია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, სასწავლებლის სოციალური შენატანები და ა.შ.) მსხვილ ქალაქებში დანახარჯები გაიზრდება. უცხოელი სტუდენტების მიერ ამ პრობლემების გადაწყვეტაში, გერმანიაში სწავლის დაწყებისა და ცხოვრების საკითხების მოგვარებაში საკმაოდ სერიოზულ დახმარებას სთავაზობს სტუდენტების საქმეთა ასოციაცია (Deutsches Studentenwerk)

მუშაობა სწავლის პერიოდში
სწავლის პერიოდში მუშაობა ჩვეული მოვლენაა გერმანიაში. მაგრამ განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებისგან, სხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის დრო შეზღუდულია და დაშვებულია წელიწადში მხოლოდ 90 სრული ან 180 არასრული სამუშაო დღის განმავლობაში და ამისთვის არ არის საჭირო დასაქმების სააგენტოს ან ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ მათი დადგენა უმჯობესია უშუალოდ ადგილზე.

No comments:

Post a Comment