Monday, May 3, 2010

მოდური პროფესია


“ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდეს” ამბობდა ოლღა ბებია და მასაც ისევე როგორც იმდროინდელი საზოგადოების თითქმის ყველა წევრს, სამედიცინოს დიპლომი ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.
იყო დრო როცა ექიმის პროფესია საყოველთაოდ აღიარებული, განსაკუთრებით პატივსაცემი და ყველასათვის სასურველი პროფესია იყო.
დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ პროფესიები, რომელთა მიმართ ხალხის დამოკიდებულება ერთნაირია: მოსწონთ და აღიარებენ იმ სპეციალობებს, რომლებიც პოპულარული, მოდური და პრესტიჟულია.


რომელი პროფესია ითვლება ყველაზე პოპულარულად დღეს ქართველ ახალგაზრდებში?
მარი 17 წლის არის, მე-12 კლასში სწავლობს და აბიტურიენტია. მას უკვე არჩეული აქვს საკუთარი პროფესია. საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს და სახელმწიფო მოხელე უნდა გახდეს. “ჩემი მეგობრებიც საერთაშორისოზე აბარებენ. Mომწონს ეს პროფესია, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული,პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა.
-სად შეგიძლია დასაქმდე ამ პროფესიით?
-საკანონმდებლო, აღმასრულებელ ორგანოებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში. Dიპლომატიური ურთიერთობები და ამ განათლების მქონ კადრები დღეს ყველგან სჭირდებათ”. გვითხრა მარიმ და იგი დარწმუნებულია, რომ მომავალი პროფესია მას თავბრუდამხვევ კარიერას შეუქმნის.
კიდევ ერთი პოპულარული სპეციალობა- ეკონომიურია. ეს ბუნებრივიცაა. Dრომ მოიტანა ის, რომ ახალგაზრდები ტექნიკური საგნებით დაინტერესდნენ. დღეს, ყველა, სპეციალობას ირჩევს იმ გათვლით, თუ რა მატერიალურ მდგომარეობას მოუტანს მას თავისი პროფესია და რანდენად ექნებათ დასაქმების შანსი.
უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის დიდი ნაწილი საბანკო სექტორშია დასაქმებული. სწორედ ამან განაპირობა პროფესიების: ეკონომიური, საბანკო-საფინანსოს პოპულარობა.
ქეთი მე-11 კლასელია, ჯერ არ გადაუწყვეტია რაზე ჩააბარებს, მაგრამ დარწმუნებულია ისეთ სპეციალობას აირჩევს რაც მართლა აინტერესებს და მოსწონს. “ზოგი ჩემი ნაცნობი პროფესიას იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად მოდური და პოპულარულია ხალხში. ძოგს უბრალოდ, სახელწოდების გამო მოსწონს, ზოგს მშობლები ურჩევენ”
რა განაპირობებს ჩვენს საზოგადოებაში ამა თუ იმ პროფესიის პოპულარობას და რა ნიშნით ხდება უპირატესობების მინიჭება სპეციალობების მიმართ?
იაგო კაჭკაჭიშვილი: ყველა ქვეყანაში არსებობენ მოდური პროფესიები, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია. Mოსახლეობის, საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება პროფესია პოპულარული. ჩვენს ქვეყანაში პროფესიის “მოდურობა” ძირითადად ორი მიზეზი განსაზღვრავს. Eსენია: 1) პრაგმატული მიდგომა_ ორიენტირი პრაქტიკაზე; და 2) ცრუ მოტივაცია_ ანუ სახელწოდების ჟღერადობა.
უმუშევრობა ეს არის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა საქართველოში. შესაბამისად ახალგაზრდები ირჩევენ პროფესიებს იმის მიხედვით, თუ შემდგომში როგორ იშოვნიან სამსახურს. Pრაგმატული დატვირთვა ამა თუ იმ პროფესიის არჩევისას არის გადამწყვეტი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი.
პროფესიები, რომლებს აც არ აქვთ და არ სდევთ მათი გამოყენების პერსპექტივა, ახალგაზრდებისათვის არიან აბსოლუტურად არაპოპულარული.
მეორე მიზეზი, რომელსაც ცრუ მოტივაცია უდევთ საფუძვლად, არის ამა თუ იმ პროფესიის საეთაშორისო პროფილი და სახელწოდების ჟღერადობა. მაგალითად: ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც პროფესიით ინჟინერია, ხუმრობდა: თუ გინდა რომ ახალგაზრდები მიიზიდო და დააინტერესო პროფესიით, მას უნდა დაარქვა “საერთაშორისო მშენებლობა, საერთაშორისო ინჟინერიაო”.
ასე რომ ის პროფესიები, რომლებსაც აქვთ უნივერსალური და საერთაშორისო ჟღერადობა არიან პოპულარულები. ამისი ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ სახელწოდება რაც უფრო საერთაშორისოა, რაც უფრო ყოვლისმომცველია, რაც უფრო გლობალურია, მით უფრო ასოცირდება წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან.
როგორც ჩანს, საზოგადოების ერთსულოვანი დამოკიდებულება “მოდური პროფესიების” მიმართ არ იცვლება. Iცვლება მხოლოდ პროფესიები მოსახლეობის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.
დღეს ის პროფესიებია პოპულარული, რომლებიც ფინანსურ კეთილდღეობასთან, კარიერის მოწყობასა და პრესტიჟთან ასოცირდებიან.