Monday, April 19, 2010

პროფილი


გიჟის სტატუსი სიმართლისათვის

გვერდულად მოქცეული ბერეტი, მხარზე გადაკიდებული სავაჭრო ჩანთა და გაქექილი ტყავის ბლოკნოტი. ალბათ იცანით, ეს ნათელაა, ქალაქის კოლორიტი.
მკითხავი ნათელა, გიჟი ნათელა, ლოთი ნათელა_ ასე მიმართავენ ქალაქის მცხოვრებლები ფალიაშვილელ ნათელას. მასზე ქალაქში იმდენივე ისტორიას მოისმენთ, რამდენი ადამიანიცაა. რეალურად კი არავინ იცის ვინ იყო ან ვინ არის ეს ბიჭურად ჩაცმული ქალი.
ალბათარ იცით, რომ იგი ფემინისტია. უფრო მეტიც, ვერიტანს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებს. უყვარს ხმამაღლა ფიქრი და ბლოკნოტში ჩანახატების კეთება. თუ რომელიმე გამვლელი მისით ზედმეტად დაინტერესდა ნათელა მაშინვე დედ-მამის “მოკითხვას” იწყებს და ისეთ საუცხოო გინებას მოყვება კაცსაც კი “შეშურდება”.
არადა, ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო: ნათელა ხუთოსანი მოსწავლე ყოფილა, მერე წარჩინებული სტუდენტ, მერე ირდიპლომიანი უმუშევარი და ბოლოს ბოთლების შემგროვებელი.....
ვერ იტანს პრესიდენტ სააკაშვილს და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ არ აგინოს.
ხალხთან ურთიერთობა არ უყვარს და მიაჩნია, რომ ხალხი ბრბოა. ბრბო, რომელსაც, ნორმალური ლიდერიც კი არ ჰყავს.
“ღირსები ვართ ყველაფრის! უარეს დღეში უნდა ვიყოთ! დავიმსავურეთ. რაც ხალხია ის მთავრობა ჰყავს...” ბუტბუტებდა დათოვლილ ტროტუარზე უმისამართოდ მიმავალი.
_ვისზე ხარგაბრაზებული, ან რისი ღირსები ვართ? _ ვკითხე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას.
_ყველაფრის. ყველაფრის ღირსები ვართ! უცებ გაჩუმდა და შემომხედა. აღარაფერი მიკითხავს. მასთან ერთად გავაგრძელე გზა.
ცოტახნის შენდეგ ვიღაცას სივრცეში დაუწყო ლაპარაკი: “ურწმუნოების უფსკრულში ვართ გადაჩეხილი და გაუცხოებული. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არ გვაქვს. არასოდეს გვისწავლია სიყვარული. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებითა ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისაგან ერთმანეთს შეურაცხვყოფთ...” ხო, მართლა ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოს_ მომიბრუნდა მე და ჩემს გაოცებულ სახეს რომ წააწყდა გააგრძელა_ ვუდი ალენმა თქვა, მაგრამ ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი...
მერე გაჩერდა, კეთილად გმიღიმა და გაყინულ პარკში დათოვლილ სკამზე ჩამოჯდა......
P.შ. მართლაცდა, რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები. სწორედ მას ვეძახით გიჟს, ვინც ყველაზე მწარე სიმართლეს ამბობს.

Monday, April 12, 2010

ქართული ტელეარხების საიტები





რუსთავი 2

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.
რუსთავი 2–ს აქვს საკუთარი ინტერნეტ ვერსია, ინტერნეტ საიტი, სადაც მაყრებელს შეუძლია ნახოს როგორც პირდაპირი ეთერი, ასევე არქივი და ანოონსებიც კი. არხის საიტზე ახალი ამბები მნიშვნელობისა და პერიოდულობის მიხედვით არის განთავსებული.
რაცშეეხება დიზაინს, დიზაინი არის ცოტა გადატვირთული და ვერ ხერხდება ორიენტირება საიტის მიხედვით. პირველივე გვერდზე ჩაყრილია ახალი ამბები, გადაცემები, რეკლამები და სხვა წვრილმანი დატალები, რაც საერთო ჯამში ცოტა გაუგებარს ხდის საიტს.



იმედი

ტელეკომპანია “იმედი” დაარსდა 2001 წელს. არხი მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. არხი მაყურებელს სთავაზობს: სწრაფად, ზუსტად და ამომწურავად გაშუქებული ახალი ამბები; პოლიტიკურ-სოციალური თოქ-შოუები; შემეცნებით-გასართობი, საგანმანათლებლო, ისტორიული, რელიგიური, სპორტული, იუმორისტული პროგრამები; ქართული და უცხოური სერიალები; მაღალი ხარისხის ადაპტირებული ფორმატები.
იმედს აქვს საკუთარი საიტი, რომელმაც არაერთხელ შეიცვალა ფორმა და სტილი. იგი ამჟამადაც ტესტირების პროცესშია.



1 არხი
1 არხი იგივე საზოგადოებრივი მაწყებელი პირველი ქართული არხია. მისი საიტი ყველაზე უფრო ნათლად და მარტივად არის აწყობილი. პირველ გვერდზე მოთავსებული ფოტო და ტექსტური მასალა უადვილებს ნებისმიერ მომხმარებელს მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ამ არხის საიტი თვალისთვის ადვილი აღსაქმელია და არ იწვევს დაბნეულობას მომხმარებელში.

კოქტეილი


სიტყვა “კოქტეილის” (cocktail) წარმოშობის ისტორია დღემე სადავოა და ალბათ ზუსტად არც არასდეროს გაირკვევა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება..

ლეგენდური წარსული:
როგორც ყველაფერს, რასაც გაურკვევლობის ბურუსი ფარავს, კოქტეილის წარმოშობასაც ლეგენდებით მოსავენ. ერთ-ერთის თანახმად, მექსიკელმა პრინცესამ, რომელსაც სახელად ხოკტლმა ერქვა, ამერიკელ სტუმარს სასახლის კარზე დამზადებული სასმელი მიართვა. სტუმარს იგი ძალიან მოეწონა, მასპინძლის სახელი სასმელისაში აერია და კოქტეილად “მონათლა”.
მეორე ლეგენდით, კოქტეილი ინგლისური “კოკ ელისგან” წარმოიშვა და მამლის ლუდს ნიშნავდა, დღეს ასეთი სახელწოდების სასმელი არ არსებობს. ძველად კი, როდესაც მამლების ბრძოლა ერთადერთი სანახაობა გახლდათ, მოჩხუბარ მამლებს ალკოჰოლიანი სასმელების ნაზავით გაჯღენთილი ხორბლის მარცვლებით კვებავდნენ, ეს მათ ძალას მატებდა და ბრძოლაც უფრო საინტერესო იყო. ერთხელაც ‘მამლის ლუდი” კაცებს საკუთარ თავზე გამოიუცდიათ (რა თქმა უნდა, ხორბლის მარცვლების გარეშე), ძალიან მოწონებიათ და მალე ახალი სასმელი დასავლეთის სალონების აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა.
სხვა ვერსიაში ქალი, ვინმე ელიზაბეტ ფლენეგენი ფიგურირებს. იორკთან ახლოს ლუდხანა ჰქონია და ჯარისკაცებს ვისკის, რომისა და სხვადასხვა ხილის წვენისგან ნაზავით უმასპინძლდებოდა. სასმელის ფერების დანახვისას, ერთ ფრანგ ოფიცერს უთქვამს: გაუმარჯოს მამლის კუდსო!. სხვა გადმოცემით, ქალმა მამლის კუდით მან სასმისი შეამკო და ამის გამო დაიმკვიდრა სასმელმა ასეთი სახელი. ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ კოქტეილი ესპანური სიტყვაა - კოლა დი გალო და ისიც მამლის მკუდს ნიშნავს.
1920 წელს, როცა მშრალი კანონის ძალით ამერიკაში ალკოჰოლიანი სასმელი აიკრძალა, მათ შენიღბვას ხილის წვენების დამატებით ცდილობდნენ, შესაძლოა, სწორედ ესაა კოქტეილის გავრცელების ბოლო საწყისი წერტილი ისტორიაში.

კოქტეილის ჭიქა
თუ სიტყვა “კოქტეილის” წარმოშობა დღემდე სადავოა, ზუსტადაა ცდნობილი, რომ კოქტეილის ჭიქა ფრანგმა ფარმაცევტმა, პეიშომ გამოიგონა.

კოქტეილის დამზადება ხელოვნებაა?
აღიარებული ფაქტია, რომ კოქტეილის დამზადება სასმელების მექანიკური არევა კი არა, ხელოვნებაა. კოქტეილი სულ მცირე, ორ სხვადასხვა სასმელს უნდა შეიცავდეს. როგორც წესი, მთავარი კომპონენტია - ვისკი, ბრენდი, არაყი, ყინული.

კლასიფიკაცია:


კოქტეილები ორ დიდ ჯგუფად იყოფა - აპერიტივები და დაიჯესტივები.
ა) აპერიტივი მადისაღმძვრელი ალკოჰოლიანი სასმელია; მას სადილის წინ მიირთმევენ. საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას უწყობს ხელს. კოქტეილ-აპერიტივებს ჯინით, ვისკით, არაყით, კონიაკით, რომით, ბრენდით, თეთრი ან წითელი ვერმუტით, ლიქიორით, სადესერტო ღვინოებითა და არააკოჰოლური წვენებით ამზადებენ. მათ ჩხირის გარეშე, სირჩით (ე. წ. ბოკალი) და ჭიქით სვამენ.
ბ) კოქტეილ-დაიჯესტივებს კი პირიქით - სადილის შემდეგ მიირთმევენ, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად. ამ ტიპის ბევრი სასმელის გემო მეტისმეტად ტკბილიდან მჟავემდე იცვლება. ზემოხსენებული სასმელების გარდა, მის შემადგენლობაში ნაღები, ყავა, კვერცხი, თაფლი, ხილი და სიროფიც შედის.

კოქტეილ-დაიჯესტივებს ჯგუფებად ყოფენ:
1) კოქტეილ-საუერი: ძირითადი კომპონენტი რომელიმე ციტრუსის წვენია. ეს კოქტეილი მომჟავოა. შეიკერში ამზადებენ. ჩხირით სვამენ. ჭიქის კედლებს ჯერ ლიმონის წვენით ან სიროფით ასველებენ, მერე კი შაქრის პუდრით ალამაზებენ. ბოლოს, კოქტეილში ფორთოხლის ცედრას ამატებენ. მომჟავო-მარილიანი საუერიც არსებობს. მისი მომზადებისას ჭიქაში ჯერ ყინულის ნატეხებს ყრიან, ზემოდან ნელ-ნელა სასმელებს ისე ამატებენ, რომ ყინული გაიჟღინთოს.
2) კოქტეილ-კობლერი: ყინულის ნატეხებს ღვინის, ვისკის, პიტნის სიროფისა და ლიმონის წვენს ასხამენ. სასმელსაც და ჭიქის კიდეებსაც ხილით ამკობენ.
3) კოქტეილ-ფლიპი: შამპანურის საგანგებო ჭიქით სვამენ. მასში კვერცხის გული, შაქარი და სპირტიანი სასმელები შედის. ყველაფერს თქვეფენ და ჭიქაში გადატანისთანავე მიირთმევენ, რომ ნაფიფქი არ გაუჩნდეს.
4) ნაღებიანი, ძალიან გემრიელი კოქტილები. მათ ხანდახან თაფლს უმატებენ. სირჩაში ცხელ ყავას ასხამენ, შაქარსა და ირლანდიურ ვისკის უმატებენ და ზევიდან ათქვეფილ ნაღებს ადებენ;
5) ფენოვანი: მამლის კუდს ყველაზე მეტად წააგავს. სასმელების სხვადსხვა ფენა ერთმანეთში არ ირევა, მთავარია ერთმანეთზე ზუსტად დალაგდეს. ზოგჯერ თითოეულ ფენას საკუთარი ჩხირი აქვს.

ყველაზე მარტივი რეცეპტები:

ფორთოხლის კოქტეილი:
მასალა: ფორთოხლის წვენი, მშრალი შამპანური.
მომზადების წესი: შამპანური ჭიქაში ნახევრამდე ფორთოხლის წვენს ვასხამთ, შემდეგ შამპანურით ვავსებთ.

“მოგზაურობა სამხრეთში”
მასალა: 40 მლ. ლიქიორი, მშრალი შამპანური, 1 ნაჭერი ფორტოხლის ცედრა.
მომზადების წესი: შამპანურის გარდა, ყველაფერი ჭიქაში მოათავსეთ და ბოლოს სეავსეთ შამპანურით.

კოქტეილი წითელი ღვინით
მასალა: 1 კვერცხის გული, 80 მლ. წითელი ღვინო, 2 ჩ.კ. შაქარი, შამპანური, გახეხილი მუსკატის კაკალი.
მომზადების წესი: შამპანური გარდა, ყველაფერი შეიკერში აურიეთ. გაფილტრეთ, შემდეგ დაასხით შამპანური და მუსკატის კაკალი მოაყარეთ.

“ფრანგული კოცნა”
მასალა: 1 ჩაის კოვზი ჟოლოს პიურე, შამპანური.
მომზადების წესი: ჭიქაში ჟოლოს პიურეს ვდებთ და შამპანურს ვასხამთ.

“დებიუტანტი”
მასალა: 30 მლ. ტეკილა , 25 მლ. ატმის ლიქიორი, 5 მლ. პიტნის ლიქიორი, 1 ს. კ. ლიმონის წვენი. მოსართავად ერთი ცალი კოქტეილის ალუბალი.
მომზადების წესი: ყველაფერს “შეიქერში” შეანჟღრევთ, ირჩაში მოათავსებთ და შემდეგ ალუბალს ჩააგდებთ, სულ ეს არის “დებიუტანტი”.

გაითვალისწინეთ, კარგი კოქტეილის დასამზადებლად ბარში სხვადასხვა სასმელი და ხილის წვენი აუცილებლად უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, საჭირო მოწყობილობებთან და ჭურჭელთან ერთად. მაგრამ ეს სხვა, კიდევ უფრო ფართო თემაა, ცალკე განხილვას მოითხოვს და ამიტომ მოგვიანებით განვავრცობთ.


საქართველოს ეროვნული მუზეუმი



საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედის: სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ), შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (ფილიალები: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი), საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი.

Friday, April 9, 2010

ქართული ფოტოს ისტორია














ქართული ფოტოს ისტორია

მსოფლიო ისტორიაში, პირველი ფოტო 1826 წლით თარიღდება. თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი, მხოლოდ პორტრეტული გამოსახულების მიღება იყო. ფოტოგრაფია, ადამიანებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევდა , რადგანაც ამ გზით, პორტრეტის მიღება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხატვრის მიერ მისი დახატვა

1846 წელს, ფოტოგრაფია ჩვენს ქვეყანაშიც შემოდის და საკმაოდ კარგადაც ვითარდება.


საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას.


ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში.

ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს.
ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.

80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა.

XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

Monday, April 5, 2010


აზერბაიჯანული ქორწილი

გოგო თუ დანიშნული იყო და მაინც მოიტაცეს, გოგოს მშობლები ქარწილს აღარ გადაუხდიან, ხოლო თუ ქორწილით მოიყვანეს: პირველ დღეს ქორწილი გოგოსთანაა, მეორე დღეს კი ბიჭთან. ბიჭის მეჯვარემ უნდა მოიტანოს შაჰი. შაჰი ეწოდება ხის ჯვრის მაგვარს და ზედ შოკოლადებია ასხმული. ქორწილშივე აცხადებენ ვინ რა ოქრო მოუტანა, რამდენი გრამია. მეფე პატარზალს შუა ქორწილიდან აყენებენ და გაჰყავთ.

პირველ დღეს პატარძალს ფეხებში უკლავენ ცხვარს, რომელსაც ყელზე წითელი ლენტი აქვს შემოხვეული. შემდეგ თეფშს ატეხინებენ და თავზე ბრინჯს და ტკბილეულს აყრიან.

მეორე დრეს აკეთებენ პირველ დღეს დაკლულ ცხვარს და მიიწვევენ ახლო მეზობლებს და სტუმრებს. მეორე დღეს პატარძალს წითლები უნდა ეცვას მაგიდაზე წითელი ვარდები და ვაშლი უნდა ელაგოს, ასევე ტორტი და შაჰი.

Saturday, April 3, 2010

გოეთეს უნივერსიტეტი





გოეთეს უნივერსიტეტი

დღეისათვის გერმანიაში ირიცხება ორ მილიონზე მეტი მოსწავლე, მათგან
250000 უცხოელი სტუდენტია.
უმაღლესი განათლების მრავალსახოვნობა მათ უქმნის საუკეთესო არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს სრული უნივერსიტეტები წარმოადგენენ. მათ შორის ერთ–ერთი პოპულარული და მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელი არის გოეთეს უნივერსიტეტი, რომელიც უცხოელ სტუდენტებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.იგი სწავლის მსურველებს სთავაზობენ პროგრამების ფართო ჩამონათვალს, სამართლის, კულტუროლოგიის, ბუნებრივი მეცნიერების, ეკონომიკისა და ფინანსების, ბიზნსისა და მართვის, პედაგოგიკის და, გარკვეული მოთხოვნებით, მედიცინის შესწავლას.
უნივერსიტეტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაცვლითი პროგრამა, ამიტომ ამ უნივერსიტეტში უამრავი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
სასწავკლებელში ჩარიცხვა ხდება გამოცდების მეშვეობით.

აკადემიური (ანუ სასწავლო) წელი


აკადემიური წელი შესდგება ზამთრის (1 ოქტომბრიდან - 31 მარტამდე) და ზაფხულის (1 აპრილიდან - 30 სექტემბრამდე) სემესტრებიდან.
მიღება

უცხოელი სტუდენტების მიღების საკითხებს განაგებენ სასწავლო დაწესებულებების საერთაშორისო ბიუროები. ბიუროდან ენის ცოდნის დადასტურების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ პრეტენდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს შესაბამისი სასწავლებლის სტუდენტად. ზამთრის სემესტრისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება სრულდება 15 ივლის, ხოლო ზაფხულის - 15 იანვარს.

სწავლების ენა

საერთაშორისო პროგრამებით სწავლის პირველ წელს (თუ სრული კურსი არ არის ინგლისურ ენაზე), უმაღლესი განათლების და აკადემიური ხარისხის მისაღებად, პარალელურად შეიძლება გერმანული ენის კურსების გავლა. გერმანული ენის ცოდნის დასადასტურებლად (DSH) საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება.

საცხოვრებელი
გაცვლითი პროგრამების სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან დაბინავებით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. სტუდენტთა საქმეების გერმანიის ასოციაცია (Deutsches Studentenwerk) სთავაზობს სტუდენტებს 180000 ყველაზე ხელმისაწვდომ, ერთადგილიან ან ორადგილიან, კომუნალურად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ადგილს განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სტუდენტურ დასახლებებში. აგრეთვე ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება იაფი საცხოვრებლის მოძებნა სტუმართა სახლებში ან სტუდენტურ სასტუმროებში (Guest houses/student hotels). ამ სახის ყველა საკითხის გარკვევაში უცხოელ სტუდენტებს დახმარებას უწევენ უნივერსიტეტების სპეციალური სამსახურები.

ცხოვრების ღირებულება
თუ პროგრამიდან გამომდინარე სასწავლებელი არ უზრუნველყოფს სტუდენტს საცხოვრებლით, ძირითადი მსხვილი გადასახადი უწევს საცხოვრებლის არენდის ღირებულების დაფარვას ( დაახლოებით 250 ევრო თვეში). ღირებულების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლის ტიპსა და ქალაქს. სავარაუდოთ სტუდენტის საერთო ხარჯებმა შეიძლება შეადგინონ 540 – 700 ევრო თვეში (მ.შ. გასათვალისწინებელია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, სასწავლებლის სოციალური შენატანები და ა.შ.) მსხვილ ქალაქებში დანახარჯები გაიზრდება. უცხოელი სტუდენტების მიერ ამ პრობლემების გადაწყვეტაში, გერმანიაში სწავლის დაწყებისა და ცხოვრების საკითხების მოგვარებაში საკმაოდ სერიოზულ დახმარებას სთავაზობს სტუდენტების საქმეთა ასოციაცია (Deutsches Studentenwerk)

მუშაობა სწავლის პერიოდში
სწავლის პერიოდში მუშაობა ჩვეული მოვლენაა გერმანიაში. მაგრამ განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტებისგან, სხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის დრო შეზღუდულია და დაშვებულია წელიწადში მხოლოდ 90 სრული ან 180 არასრული სამუშაო დღის განმავლობაში და ამისთვის არ არის საჭირო დასაქმების სააგენტოს ან ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ მათი დადგენა უმჯობესია უშუალოდ ადგილზე.