Monday, March 29, 2010

ისევ ქალბატონებისათვის:)

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბიჟუტერია მკურნალობს. ახალი ბეჭდის, სამაჯურის ან საყურეების ყიდვა გვეხმარება სტრესის მოხსნაში და გვიმაღლებს განწყობილებას. ხოლო სამკაულის შერჩევას შევყავართ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში და ყოველდღიური ფიქრებიდან დროებით გვანთავისუფლებს. ეს ნახტომი რეალობიდან უფრო სასარგებლოა ვიდრე რვა საათის ძილი. კაშკაშა ფერის მძივები და ნაზი ყვავილები, სტრაზების სხივები და ზარივით ძეწკვები - ყველაფერი ეს ბიჟუტერიაა. მისი სუფთა ფერები და მოულოდნელი ფორმები, მისი მომნუსხველი მრავალფეროვნება გვაცდუნებს, ავიტაცოთ, გავიკეთოთ და ვიყიდოთ. გოგოების საუკეთესო მეგობრები შეიძლება ბრილიანტებიც იყვნენ, მაგრამ მათი შეძენა არც ისე ადვილია. ვარსკვლავებიც კი არ ყიდულობენ ყოველთვის ბრილიანტებს და ქირაობენ ცნობილ საიუველირო ფირმებიდან. ამიტომ თანამედროვე გოგოების ყველაზე საუკეთესო მეგობრები, რა თქმა უნდა - ბიჟუტერიაა.

აქსესუარები ქალის ხასიათს უსვამს ხაზს


საყურე – ქალბატონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამშვენისია, თანაც სტილის, ფერის, ზომებისა და ხარისხის მრავალფეროვნება ამ აქსესუარს ყველა ასაკისთვის უნივერსალურსა და მოდიდან გაუსვლელს ხდის.

მაღაზიებში არსებული ასორტიმენტი იმის საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ ყველანაირი შემთხვევისთვის, ყველანაირი სეზონისთვის და ყველანაირი გემოვნების დამაკმაყოფილებელი სამკაული იშოვო.

დღეს ყველაფერს ატარებენ: ოქროს და მოოქროვილს, ნახევრადძვირფასი და ძვირფასი თვლებით, კლასიკურ მარგალიტიანსა და ავანგარდულ წრეებს, რომანტიკულ ვინტაჟურსა და მოდურ დაკიდებულსაც.

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საყურეების ისე არჩევა, რომ მართლა დაგამშვენოს. უნდა გაითვალისწინოთ სახის ოვალი, თვალის ფერი, კანის ფერი და რა თქმა უნდა სამოსი. უყურადღებოოთ არც სხეული აგებულება უნდა დაგრჩეთ.
საყურე უნდა იყოს ვარცხნილობისა და ყურის ფორმის პროპორციულიც. დაბალი ქალი თვითონ დაიკარგება გრძელ და დაკიდებულ საყურეს თუ გაიკეთებს, ამიტომ მათ უფრო მეტად , უფრო სწორად იდეალურად მოუხდება თვალისტვის სახის დამაგრძელებელი საყურე.

მაღალმა და გამხდარმა ქალებმა ყურადღება მოხდენილ წრეებსა და კვადრატული ფორმის საყურეებს უნდა მიაქციონ, გრძელი და დაკიდებული საყურეც მოუხდებათ, რადგან ყურსა და მხარს შორის მანძილი მათ უფრო დიდი აქვთ.

ყველაზე ადვილი საყურის შერჩევა სწორი ოვალის ქალბატონებისთვისაა - ფაქტიურად ნებისმიერი ფორმისა და სიგრძის საყურე უხდებათ. ხოლო მრგვალსახიანებს გრძელი და ჩამოკიდებული საყურე უხდებათ, ბოლოში მარგალიტის ცრემლით ან სულაც კვადრატული ფორმის საყურეები.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენს გემოვნებაზე, თუმცა ზოგი წესის გათვალისწინებით თქვენ შეუდარებელი იქნებით.

დაიმახსოვრეთ, რომ თვალისა და კანის ფერი ხაზს გაუსვამს ფერადქვიან საყურეებს.

პატარაქვიანი საყურე შესანიშნავად ესადაგება ყოველდღიურ სამოსს. ეფექტური საყურე მკვეთრი ფერის დიდი ქვებით განსაკუთრებული შემთხვევისთვის შემოინახეთ.

როგორც ყველა სამშვენისმა, საყურემაც არ უნდა გაიტაცოს თქვენკენ მოპყრობილი ყურადღება და არ უნდა დაარღვიოს საერთო შთაბეჭდილება. წვრილი, ფაქიზი ყელსაბამი ან სულაც ჯაჭვი უფრო ორიგინალური და ეფექტური საყურეების არჩევის საშუალებას იძლევა.

როგორც ყველა კარგად შერჩეულ სამკაულს, საყურესაც შეუძლია, კარგი განწყობა გაჩუქოს, გახდეს ყველაზე ლამაზი შტრიხი თქვენს აღკაზმულობაში და თქვენც ორიგინალურსა და დახვეწილს გაგხდით.

ძვირფასი ქვების მოყვარულთათვის


გაინტერესებთ რა კავშირი აქვს ქვასა და ადანიანის ხასიათს?
ამბობენ, ძვირფას ქვებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთო და ხასიათსა და უნარ-ჩვევებზე მოქმედებს.

აი, მაგალითად, უფრო ამტანი რომ გახდეს, ადამიანს ურჩევენ: ძოწს, მთვარის ქვას, კვარცს, ობსიდიანს, შავ თურმალინს.

სხვა თვისებებისთვის კი გვთავაზობენ:

საქმიანი - ალმასი, მთის ბროლი, ძოწი.

სულიერება, თვითსრულყოფა – აქვამარინი, ამაზონიტი, ამეთვისტო.

სულიერი სიმშვიდე - გიშერი, მალაქიტი, ნეფრიტი, ობსიდიანი, პნოქსი, საფირონი.

სიცოცხლისმოყვარეობა - ავანტიურინი, აქვამარინი, ძოწი, ლალი, სერდოლიკი, ქრიზოლიტი, ფირუზი.

გამომგონებლობა - ამეთვისტო, ფირუზი, გიაცინტი, ძოწი, ტოპაზი, ქარვა.

მჭევრმეტყვება - აქატი, აქვამარინი, ბერილი, მთის ბროლი, იასპი.

გონებამახვილობა – აქატი, ალმასი, მთვარის ქვა, სერდოლიკი, ტოპაზე, იასპი.

მეხსიერება - ალექსანდრიტი, ალმასი, ფირუზი, სერდოლიკი, იასპი.

პრაქტიკულობა - აქატი, ბერილი, მთის ბროლი, ობსიდიანი.

სექსუალური მიმზიდველობა - ალმასი, ფირუზი, ჰელიოტროპი, მარგალიტი, ლალი, საფირონი.

მტკიცე ხასიათი – ალმასი, მთის ბროლი, ობსიდიანი.

იღბლიანობა - ალმასი, ამეთვისტო, ზურმუხტი, მთვარის ქვა, ლალი, ტოპაზი.

ენერგიულობა – ალმასი, ამეთვისტო, ფირუზი, ლალი, საფირონი, სიყვარულის ქვა, იასპი.

გოწიე








ეთნიკური თემებისადმი ჟან პოლ გოტიეს სიყვარული დიდიხანია ცნობილია. წელს Haute Couture–ის პარიზის კვირეულზე დიზაინერმა მექსიკური კოლექცია წარმოადგინა.

მასში მექსიკის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი აირეკლა - მექსიკელი გლეხი ქალების ეროვნული კოსტიუმებით დაწყებული აცტეკების სამშვენისებით დამთავრებული, სომბრეროები, სიგარები, მუნდირები და კონკისტადორები.

ჩვენების შუა ნაწილი, კაბები პალმის ტოტების აპლიკაციებით, მნახველს თავს ჯუნგლებში ამოაყოფინებდა.

ახალი კოლექციის შესაქმნელად დიზაინერსმხოლოდ მექსიკაში მოგზაურობამ არ შთააგონა. ლონდონში გამოფენა უნახავს აცტეკელ იმპერატორ მონტესუმზე და ფილმი "ავატარი".

"ვნახე "ავატარი" და აღმაფრთოვანა სურათმა. ბუნებაზე, ეკოლოგიასა, ლათინოამერიკულ ტროპიკებზე ფიქრები აღმიძრა და მერე მეხსიერებაში მექსიკის ხედები გადაიშალა," - გამოტყდა გოტიე ჩვენების შემდეგ. ჩვენებაზე არც დიზაინერის საფირმო დეტალები დარჩენილა უყურადღებოდ – პოდიუმზე რამდენიმე კონუსისებური ბრა გამოჩნდა. 1990 წელს გოტიემ ანალოგიური მოდელი მადონას საგასტროლო ტურნესტვის შექმნა.



ჩემი საყვარელი ცხოველი არის კატა

Monday, March 15, 2010

მეორე პოსტი_ დავალება

რას წერს წუსული მედია საქართველოში არსებულ მოვლენებზე
lenta.ru
newsru.com
infopressa.ru
"ქართველებმა სააკაშვილი დაასაფლავეს", "

ჩემი პირველი პოსტი

დგეს გავხსენი ბლიგი და ჯერ არაფრის აზზრზე არ ვარ.:):):)