Monday, March 29, 2010

აქსესუარები ქალის ხასიათს უსვამს ხაზს


საყურე – ქალბატონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამშვენისია, თანაც სტილის, ფერის, ზომებისა და ხარისხის მრავალფეროვნება ამ აქსესუარს ყველა ასაკისთვის უნივერსალურსა და მოდიდან გაუსვლელს ხდის.

მაღაზიებში არსებული ასორტიმენტი იმის საშუალებას ნამდვილად იძლევა, რომ ყველანაირი შემთხვევისთვის, ყველანაირი სეზონისთვის და ყველანაირი გემოვნების დამაკმაყოფილებელი სამკაული იშოვო.

დღეს ყველაფერს ატარებენ: ოქროს და მოოქროვილს, ნახევრადძვირფასი და ძვირფასი თვლებით, კლასიკურ მარგალიტიანსა და ავანგარდულ წრეებს, რომანტიკულ ვინტაჟურსა და მოდურ დაკიდებულსაც.

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საყურეების ისე არჩევა, რომ მართლა დაგამშვენოს. უნდა გაითვალისწინოთ სახის ოვალი, თვალის ფერი, კანის ფერი და რა თქმა უნდა სამოსი. უყურადღებოოთ არც სხეული აგებულება უნდა დაგრჩეთ.
საყურე უნდა იყოს ვარცხნილობისა და ყურის ფორმის პროპორციულიც. დაბალი ქალი თვითონ დაიკარგება გრძელ და დაკიდებულ საყურეს თუ გაიკეთებს, ამიტომ მათ უფრო მეტად , უფრო სწორად იდეალურად მოუხდება თვალისტვის სახის დამაგრძელებელი საყურე.

მაღალმა და გამხდარმა ქალებმა ყურადღება მოხდენილ წრეებსა და კვადრატული ფორმის საყურეებს უნდა მიაქციონ, გრძელი და დაკიდებული საყურეც მოუხდებათ, რადგან ყურსა და მხარს შორის მანძილი მათ უფრო დიდი აქვთ.

ყველაზე ადვილი საყურის შერჩევა სწორი ოვალის ქალბატონებისთვისაა - ფაქტიურად ნებისმიერი ფორმისა და სიგრძის საყურე უხდებათ. ხოლო მრგვალსახიანებს გრძელი და ჩამოკიდებული საყურე უხდებათ, ბოლოში მარგალიტის ცრემლით ან სულაც კვადრატული ფორმის საყურეები.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენს გემოვნებაზე, თუმცა ზოგი წესის გათვალისწინებით თქვენ შეუდარებელი იქნებით.

დაიმახსოვრეთ, რომ თვალისა და კანის ფერი ხაზს გაუსვამს ფერადქვიან საყურეებს.

პატარაქვიანი საყურე შესანიშნავად ესადაგება ყოველდღიურ სამოსს. ეფექტური საყურე მკვეთრი ფერის დიდი ქვებით განსაკუთრებული შემთხვევისთვის შემოინახეთ.

როგორც ყველა სამშვენისმა, საყურემაც არ უნდა გაიტაცოს თქვენკენ მოპყრობილი ყურადღება და არ უნდა დაარღვიოს საერთო შთაბეჭდილება. წვრილი, ფაქიზი ყელსაბამი ან სულაც ჯაჭვი უფრო ორიგინალური და ეფექტური საყურეების არჩევის საშუალებას იძლევა.

როგორც ყველა კარგად შერჩეულ სამკაულს, საყურესაც შეუძლია, კარგი განწყობა გაჩუქოს, გახდეს ყველაზე ლამაზი შტრიხი თქვენს აღკაზმულობაში და თქვენც ორიგინალურსა და დახვეწილს გაგხდით.

No comments:

Post a Comment