Monday, March 29, 2010

გოწიე








ეთნიკური თემებისადმი ჟან პოლ გოტიეს სიყვარული დიდიხანია ცნობილია. წელს Haute Couture–ის პარიზის კვირეულზე დიზაინერმა მექსიკური კოლექცია წარმოადგინა.

მასში მექსიკის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი აირეკლა - მექსიკელი გლეხი ქალების ეროვნული კოსტიუმებით დაწყებული აცტეკების სამშვენისებით დამთავრებული, სომბრეროები, სიგარები, მუნდირები და კონკისტადორები.

ჩვენების შუა ნაწილი, კაბები პალმის ტოტების აპლიკაციებით, მნახველს თავს ჯუნგლებში ამოაყოფინებდა.

ახალი კოლექციის შესაქმნელად დიზაინერსმხოლოდ მექსიკაში მოგზაურობამ არ შთააგონა. ლონდონში გამოფენა უნახავს აცტეკელ იმპერატორ მონტესუმზე და ფილმი "ავატარი".

"ვნახე "ავატარი" და აღმაფრთოვანა სურათმა. ბუნებაზე, ეკოლოგიასა, ლათინოამერიკულ ტროპიკებზე ფიქრები აღმიძრა და მერე მეხსიერებაში მექსიკის ხედები გადაიშალა," - გამოტყდა გოტიე ჩვენების შემდეგ. ჩვენებაზე არც დიზაინერის საფირმო დეტალები დარჩენილა უყურადღებოდ – პოდიუმზე რამდენიმე კონუსისებური ბრა გამოჩნდა. 1990 წელს გოტიემ ანალოგიური მოდელი მადონას საგასტროლო ტურნესტვის შექმნა.

No comments:

Post a Comment