Monday, April 19, 2010

პროფილი


გიჟის სტატუსი სიმართლისათვის

გვერდულად მოქცეული ბერეტი, მხარზე გადაკიდებული სავაჭრო ჩანთა და გაქექილი ტყავის ბლოკნოტი. ალბათ იცანით, ეს ნათელაა, ქალაქის კოლორიტი.
მკითხავი ნათელა, გიჟი ნათელა, ლოთი ნათელა_ ასე მიმართავენ ქალაქის მცხოვრებლები ფალიაშვილელ ნათელას. მასზე ქალაქში იმდენივე ისტორიას მოისმენთ, რამდენი ადამიანიცაა. რეალურად კი არავინ იცის ვინ იყო ან ვინ არის ეს ბიჭურად ჩაცმული ქალი.
ალბათარ იცით, რომ იგი ფემინისტია. უფრო მეტიც, ვერიტანს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებს. უყვარს ხმამაღლა ფიქრი და ბლოკნოტში ჩანახატების კეთება. თუ რომელიმე გამვლელი მისით ზედმეტად დაინტერესდა ნათელა მაშინვე დედ-მამის “მოკითხვას” იწყებს და ისეთ საუცხოო გინებას მოყვება კაცსაც კი “შეშურდება”.
არადა, ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო: ნათელა ხუთოსანი მოსწავლე ყოფილა, მერე წარჩინებული სტუდენტ, მერე ირდიპლომიანი უმუშევარი და ბოლოს ბოთლების შემგროვებელი.....
ვერ იტანს პრესიდენტ სააკაშვილს და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ არ აგინოს.
ხალხთან ურთიერთობა არ უყვარს და მიაჩნია, რომ ხალხი ბრბოა. ბრბო, რომელსაც, ნორმალური ლიდერიც კი არ ჰყავს.
“ღირსები ვართ ყველაფრის! უარეს დღეში უნდა ვიყოთ! დავიმსავურეთ. რაც ხალხია ის მთავრობა ჰყავს...” ბუტბუტებდა დათოვლილ ტროტუარზე უმისამართოდ მიმავალი.
_ვისზე ხარგაბრაზებული, ან რისი ღირსები ვართ? _ ვკითხე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას.
_ყველაფრის. ყველაფრის ღირსები ვართ! უცებ გაჩუმდა და შემომხედა. აღარაფერი მიკითხავს. მასთან ერთად გავაგრძელე გზა.
ცოტახნის შენდეგ ვიღაცას სივრცეში დაუწყო ლაპარაკი: “ურწმუნოების უფსკრულში ვართ გადაჩეხილი და გაუცხოებული. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არ გვაქვს. არასოდეს გვისწავლია სიყვარული. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებითა ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისაგან ერთმანეთს შეურაცხვყოფთ...” ხო, მართლა ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოს_ მომიბრუნდა მე და ჩემს გაოცებულ სახეს რომ წააწყდა გააგრძელა_ ვუდი ალენმა თქვა, მაგრამ ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი...
მერე გაჩერდა, კეთილად გმიღიმა და გაყინულ პარკში დათოვლილ სკამზე ჩამოჯდა......
P.შ. მართლაცდა, რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები. სწორედ მას ვეძახით გიჟს, ვინც ყველაზე მწარე სიმართლეს ამბობს.

No comments:

Post a Comment